Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player



“შუშან ქალაქი” სტეფანე შახბურაძის და მისი მეუღლის შუშანა ხურციძის საკუთრება იყო. ამ უბანში არსებული ეკლესია და ბატონის სასახლე მურვან ყრუს დაუნგრევია, სტეფანე შახბურაძე კი წამებით მოუკლავთ. მის ქვრივს დანგრეული სასახლე და ეკლესია ხელახლა აუშენებია თავისი ხარჯით. შუშანმა უბანი ისე მოაწყო, რომ მოსახლეობამ “შუშანის ქალაქი” უწოდა. ასე, რომ სოფელს უდე რქმევია დასაბამიდანვე და “შუშანის ქალაქი” კი მხოლოდ უბანია.

სოფლის მკვიდრის, მკვლევარის ვანო მერაბიშვილს, სოფლის სახელის წარმოშობის შესახებ თავისი ვერსია აქვს. მისი აზრით უძველეს პერიოდში უნდა ყოფილიყო “შუშან ქალაქი”. მის შესახებ 1897 წელს ჟურნალ “კვალში” წერს: “ნაქალაქევი სამჯერ არის აოხრებული თავისი არსებობის მანძილზე – მურვან ყრუს, თემურლენგის და თურქთა მიერ. ბოლოს იგი აღნიშნავს – ნაქალაქევს ქალაქის შნო და შეხედულება დაჰკარგვია თემურლენგის აოხრების შემდეგ. მკვლევარის ეს მოსაზრება უდის მთელ ტერიტორიაზე კი არა, მხოლოდ “შუშან ქალაქზე” ვრცელდება, რადგან “შუშან ქალაქი” დღეს უდის ერთ-ერთი ძველი უბანია.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player